კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ამ პოლიტიკის მოქმედების ფარგლები
წინამდებარე პერსონალური მონაცემების პოლიტიკა აღწერს თუ როგორ აგროვებენ, იყენებენ ან სხვაგვარად განკარგავენ ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს შპს ლოპოტა და მისი აფილირებული პირები და შვილობილი კომპანიები (“ჩვენ”). ეს პერსონალური მონაცემების პოლიტიკა მოქმედებს გლობალურად, თუმცა თქვენი საცხოვრებლიდან გამომდინარე შესაძლოა მისი სპეციფიკური პირობები შეგეხოთ.
ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მიზნებისთვის, იმის მიხედვით, თუ ამ პოლიტიკაში აღწერილი რა ტიპის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ლოპოტას ან მისი აგენტების/შვილობილი კომპანიების მიერ, ისინი შეიძლება მოგვევლინონ როგორც ინდივიდუალური, ან როგორც თანადამმუშავებელი. თუკი მოქმედებენ როგორც თანადამმუშავებლები, ორივე იურიდიული პირი ერთობლივად განსაზღვრავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საშუალებებსა და მიზნებს. ეს თქვენთვის ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები თითოეული მათგანის მიმართ და საამისოდ დაუკავშრდეთ თითოეულ კომპანიას, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკით განსაზღვრულ რიგ შემთხვევებში სასტუმრო, რომელშიც გააკეთეთ ჯავშანი და/ან დარჩით, აგრეთვე დაამუშავებს თქვენს მონაცემებს როგორც თანადამმუშავებელი ან ინდივიდუალური დამმუშავებელი.
ლოპოტა წარმოადგენს კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნია საიდენტიფიკაციო კოდი: 431176817 და იურიდიული მისამართია: საქართველო, თელავის რაიონი, სოფელი ნაფარეული.
ჩვენი მიზანია მომხმარებლებისა და კლიენტების პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა მიზნად ისახავს შეგატყობინოთ, თუ როგორ ვაგროვებთ, განვსაზღვრავთ და გამოვიყენებთ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც თქვენ გვაწვდით ჩვენი ვებ-გვერდებისა თუ მობილური აპლიკაციების, ან ჩვენი სტუმართმასპინძლობის სერვისების მეშვეობით. გთხოვთ გამონახოთ დრო და ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუკი თქვენ აპირებთ, რომ გადმოგვცეთ სხვათა პერსონალური მონაცემები, მაგალითად მათ სახელზე ჯავშნის გაკეთებისას, თქვენ შეგიძლიათ გადმოგვცეთ ეს მონაცემები მხოლოდ მათი თანხმობითა და მათ მიერ ამ მონაცემების დეტალების წვდომაზე დაშვების შემდეგ, მათ შორის იმ მიზნებისთვის, რომლებიც მითითებულია წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკაში.
წინამდებარე პოლიტიკა მოიცავს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენი უფლებების განმარტებას, მათ შორის უფლებისა, უარი თქვათ ჩვენ მიერ რომელიმე დამუშავებითი აქტივობის განხორციელებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ სად ცხოვრობთ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, ისევე როგორც საერთაშორისო რეგულაციები მოითხოვს, რომ დავაკონკრეტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულია ის მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ, ასევე აღწერილია გზები, თუ როგორ ვიღებთ ამ მონაცემებს, საფუძვლები, რომლებსაც ვეყრდნობით დამუშავების დროს და ის პირები, რომელთაც შეიძლება გავუზიაროთ თქვენი მონაცემები. გარდა “დამუშავებული მონაცემთა კატეგორიებისა”, როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული, სხვა არც ერთი საფუძვლით ჩვენ შებოჭილნი არ ვართ ჩვენს არაევროკავშირის მოქალაქე მომხმარებლებთან მიმართებით.
განმარტებები
აფილირებული პირები და შვილობილი კომპანიები: ნებისმიერი კორპორაცია, ფირმა, გაერთიანება ან სხვა სახის იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს, კონტროლდება ან ექცევა შპს ლოპოტას საერთო კონტროლის ქვეშ.
დამმუშავებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა სახის ორგანიზაცია, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობა: 2016 წლის 27 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016/679 რეგულაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და ასეთი მონაცემების თავისუფალ მიმოქცევასთან მიმართებით ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ (“GDPR”), აგრეთვე GDPR და e-Privacy კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიღებული კანონები და/ან რეგულაციები, ან შეთანხმებები მათი ცვლილების, დამატების, განახლების, ან კონსოლიდირების შესახებ, ასევე ყველა სხვა ეროვნული კანონმდებლობა, რაც რელევანტურია და უკავშირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვას.
უფლებამოსილი პირი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანო, რომელსაც გაუმჟღავნებენ პერსონალურ მონაცემებს, მიუხედავად იმისა, მესამე პირია იგი თუ არა, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს დამმუშავებლის სახელით.
მიმღები: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანო, რომელსაც გაუმჟღავნებენ პერსონალურ მონაცემებს, მიუხედავად იმისა, მესამე პირია იგი თუ არა.
მესამე მხარე: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, სააგენტო, ან დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, დამმუშავებლისა, უფლებამოსილი პირისა ან იმ პირებისა, რომლებზეც პირდაპირი უფლებამოსილება ვრცელდება დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მხრიდან და ამ უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება.
მარეგულირებელი ორგანო: დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც დაფუძნებულია GDPR-ის წევრი სახელმწიფოს მიერ, 51-ე მუხლის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემები: ნებისმიერი ინფორმაცია, დაკავშირებული იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან (“მონაცემთა სუბიექტი”). იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირი არის ის, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, ისეთი იდენტიფიკატორის გამოყენებით, როგორიცაა სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემი, ონლაინ იდენტიფიკატორი ან ერთი ან ერთზე მეტი ისეთი ფაქტორი, რომელიც სპეციფიკურია ფიზიკური პირის ფიზიკური, გენეტიკური, მენტალური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობისთვის.
დამუშავება: ნებისმიერი ოპერაცია ან ოპერაციათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება პერსონალურ მონაცემებთან ან მათ ერთობლიობასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, ხდება ეს ავტომატური გზით თუ არა. მაგალითად, შეგროვება, ჩაწერა, დახარისხება, დალაგება, შენახვა, ადაპტაცია ან ალტერაცია, მოძიება, კონსულტაცია, გამოყენება, გადაცემის გზით გამჟღავნება, გავრცელება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა, აგრეთვე დაკორექტირება ან კომბინაცია, შეზღუდვა, წაშლა ან განადგურება.
სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლები: გადაცემისთვის დადგენილი სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლების ერთობლიობა, რომლებიც მიღებულია ევროპის კომისიის მიერ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემის შემთხვევებისთვის.
პერსონალურ მონაცემთა წესების დარღვევა: უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც იწვევს გადაცემულ, შენახულ ან სხვაგვარად დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შემთხვევით ან მართლსაწინააღმდეგო განადგურებას, დაკარგვას, ცვლილებას, არაავტორიზებულ გამჟღავნებას, ან მათზე წვდომას.
სასტუმროს დაჯავშნის პროცედურა
1. სასტუმროს დაჯავშნის პროცედურა
სასტუმროს დაჯავშნის პროცესში – ხდება ეს ონლაინ, ერთ-ერთ ჩვენს ვებ-გვერდზე, ონლაინ ჯავშნის არხზე, სამგზავრო აგენტის, ჩვენი ქოლ ცენტრის მეშვეობით თუ პირდაპირ ჩვენს სასტუმროში, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებით: (i) რათა მოგცეთ შესაძლებლობა დაჯავშნოთ სასტუმროში სასურველი ოთახი, (ii) სასტუმროში თავისუფალი ადგილების არსებობის დადასტურება და ჯავშნის ადმინისტრირება; (iii) თქვენთვის ჯავშნის დადასტურების გამოგზავნა; და (iv) ჩამოსვლამდე განსაზღვრული ელექტრონული წერილების თქვენთვის გამოგზავნა. შეგიძლიათ ამ წერილების მიღებაზე გამოწერა ნებისმიერ დროს გააუქმოთ და საამისოდ საჭიროა დააჭიროთ გამოწერის გაუქმების ღილაკს იმ წერილებში, რომლებიც თქვენ გეგზავნებათ.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
მისამართი, ჯავშნის დეტალები (მათ შორის რეზერვაციის ნომერი), ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები, ელ-ფოსტის მისამართები, სახელი/გვარი, თანმხლები სტუმარ(ებ)ის სახელი/გვარი, ანგარიშსწორების ბარათის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, ტელეფონის ნომერი.
მონაცემების წყარო
გამოყენებული ჯავშნის მექანიზმის მიხედვით:
– პირდაპირ თქვენგან, ონლაინ დაჯავშნის ფორმის მეშვეობით
– დაჯავშნის არხის მეშვეობით, რომელიც თქვენ გამოიყენეთ ჯავშნის განსახორციელებლად
– თქვენი სამგზავრო აგენტისგან
– ჩვენი ქოლ ცენტრიდან
დამუშავების საფუძველი
დამუშავება აუცილებელია საიმისოდ, რათა გადადგმულ იქნას ის ნაბიჯები, რაც საჭიროა ხელშეკრულების დასადებად და შესასრულებლად
მონაცემთა მიმღებები
– თავად ლოპოტა
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– დაჯავშნის პროცესში ჩართული IT მომსახურების პროვაიდერები
– IT მომსახურების პროვაიდერები
– ელ–ფოსტით კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერი
2. შეჩერებული ან დაუსრულებელი ონლაინ დაჯავშნის პროცედურა
თუკი თქვენ ჯავშნავთ ონლაინ, მაგრამ რაღაც მიზეზით ვერ ახერხებთ ჯავშნის პროცესის ბოლომდე მიყვანას, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ მიზნით, რათა მოგცეთ შესაძლებლობა, რომ მარტივად განაგრძოთ ონლაინ დაჯავშნის პროცედურა და ამისათვის გიგზავნით ელექტრონულ წერილს ლინკით, რომელიც დაგაკავშირებთ ონლაინ დაჯავშნის ფორმასთან, რომელიც წინასწარ არის შევსებული იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც თქვენ ფორმაში უკვე შეიყვანეთ.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
მისამართი, ჯავშნის დეტალები (მათ შორის რეზერვაციის ნომერი), ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები, ელ-ფოსტის მისამართები, სახელი/გვარი, თანმხლები სტუმარ(ებ)ის სახელი/გვარი, ანგარიშსწორების ბარათის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, ტელეფონის ნომერი.
მონაცემთა წყარო
პირდაპირ თქვენგან, ონლაინ ჯავშნის ფორმის მეშვეობით
დამუშავების საფუძვლები
ლოპოტას, როგორც ბიზნეს ოპერატორის ლეგიტიმურ ინტერესშია, რომ აღდგენილ იქნას შეჩერებული ან დაუსრულებელი დაჯავშნის პროცესი. ამ კუთხით ლოპოტას ბიზნეს ინტერესები თქვენსას აღემატება.
მონაცემთა მიმღებები
– ელ–ფოსტით კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერი
– მიზნობრივი რეკლამირების პროვაიდერი
3. სტუმართა კმაყოფილების კვლევები
ჩვენ ელ-ფოსტით შესაძლოა გამოგიგზავნოთ სტუმრის კმაყოფილების კვლევები თქვენი სასტუმროში დარჩენის დროს ან შემდგომ, რათა შევაფასოთ ჩვენი სასტუმროების ფუნქციონირება. შეგიძლიათ უარი თქვათ ამ კვლევების ელ-ფოსტების გამოწერებზე ელექტრონულ წერილში მითითებულ ლინკზე დაჭერით.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
საცხოვრებელი ქვეყანა, ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები, ელ–ფოსტის მისამართი, სახელი/გვარი, ეროვნება, სასტუმროში დარჩენის დეტალები
მონაცემთა წყარო
გამოყენებული ჯავშნის მექანიზმის მიხედვით:
– პირდაპირ თქვენგან, ონლაინ დაჯავშნის ფორმის მეშვეობით
– დაჯავშნის არხის მეშვეობით, რომელიც თქვენ გამოიყენეთ ჯავშნის განსახორციელებლად
– თქვენი სამგზავრო აგენტისგან
– ჩვენი ქოლ ცენტრიდან
დამუშავების საფუძვლები
დამუშავება აუცილებელია საიმისოდ, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონტრაქტის სათანადო მოქმედება და მასზე კონტროლი.
მონაცემთა მიმღებები
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– სტუმართა კმაყოფილების მომსახურების პროვაიდერები
4. სერვისის მეილები და ანალიტიკა
მომსახურების შესახებ ელექტრონული წერილების ნაწილში, რაც მოიცავს სტუმართა კმაყოფილების წერილებსა და ჩამოსვლამდე გაგზავნილ წერილებს, დაკავშირებულს თქვენს ჯავშანთან, ჩვენ აგრეთვე შეიძლება მოვიპოვოთ და დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და კერძოდ, დავადგინოთ, გახსენით და გააქტიურეთ თუ არა მომსახურების შესახებ ელექტრონული წერილი, ანალიტიკური მიზნებისთვის, რათა დავადგინოთ კლიკების რეიტინგი და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების შესახებ ელექტრონული წერილების კონტენტი. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ ამ წერილების გამოწერაზე და საამისოდ საჭიროა მომსახურების შესახებ ელექტრონულ წერილში მითითებულ გამოწერაზე უარის თქმის ლინკზე დაჭერა.
ქვემოთ მოცემულ ინფორმაციაში აღწერილია იმ მონაცემთა ტიპები, რომლებსაც ამ მიზნით ვამუშავებთ, აგრეთვე ის თუ საიდან ვღებულობთ თქვენს მონაცემებს, საფუძვლები, რომლებსაც ვეყრდნობით დამუშავების პროცესში და პირები, თუ ვის შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენი მონაცემები.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
ელექტრონული ფოსტის მისამართები, ელექტრონული წერილის კლიკების ქცევა, ელექტრონული წერილის გახსნის ქცევა, სახელი/გვარი.
მონაცემთა წყარო
ჩვენი ელექტრონული წერილების ანალიტიკის სერვისის პროვაიდერი
დამუშავების საფუძვლები
. ლოპოტას, როგორც ბიზნეს ოპერატორის ლეგიტიმურ ინტერესშია, გაიგოს სტუმართა ელექტრონული წერილების კლიკის ქცევა, რათა განსაზღვროს თუ რისი გაუმჯობესებაა აუცილებელი. ამ კუთხით ლოპოტას ბიზნეს ინტერესები თქვენსას აღემატება.
მონაცემთა მიმღებები
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– IT მომსახურების პროვაიდერები
– ელექტრონული წერილების ანალიტიკის სერვისის პროვაიდერები
სასტუმროს სტუმრები
1. სასტუმროს ჩექ–ინი და ჩექ–აუთი
სასტუმროში დარჩენის დროს, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის: (i) სასტუმროში თქვენი ჩამოსვლისა და გამგზავრების რეგისტრაცია; (ii) თქვენთვის ოთახის გასაღები ბარათის გადმოცემა და თქვენ მიერ მობილური მოწყობილობის როგორც ოთახის გასაღების გამოყენების შესაძლებლობა; (iii) საკრედიტო ბარათის გარანტიის მიღება ან სასტუმროს დეპოზიტის მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნას თქვენი დარჩენის შესაბამისი გადახდები;; (iv) სასტუმროს მართვის სისტემაში თქვენი პროფილის შექმნა ან განახლება; (v) თქვენი დარჩენის პერიოდის შესაბამისად ინვოისის მომზადება, ამობეჭდვა ან გამოგზავნა; და (vi) თქვენი სამგზავრო აგენტისთვის (არსებობის შემთხვევაში) საკომისიოს გადახდა).
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაჯავშნეთ ნომერი ჩვენს სასტუმროში, მაგრამ შეთანხმებულ თარიღში არ გამოცხადდით წინასწარი გაუქმების გარეშე, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის: (i) სასტუმროში თქვენი დარჩენის გაუქმება და რაიმე სხვა, თქვენ მიერ განხორციელებული ჯავშნის გაუქმება; და (ii) ყველა ვადამოსული ანაზღაურების მართვა, დამუშავება და განხორციელება.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
მისამართი, ჯავშნები (სასტუმრო, რესტორანი, ღონისძიება, თეატრი და ა.შ.), ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები, ელ-ფოსტის მისამართი, სახელი/გვარი, ზრდასრული თანმხლები სტუმარ(ებ)ის სახელი/გვარი, გადახდისთვის გამოყენებული ბარათის ტიპი, ნომერი, მოქმედების ვადა, ტელეფონის ნომერი.
მონაცემთა წყარო
თქვენ მიერ გამოყენებული ჯავშნის მექანიზმის შესაბამისად:
– პირდაპირ თქვენგან, ონლაინ დაჯავშნის ფორმის მეშვეობით
– დაჯავშნის არხის მეშვეობით, რომელიც თქვენ გამოიყენეთ ჯავშნის განსახორციელებლად
– თქვენი სამგზავრო აგენტისგან
– ჩვენი ქოლ ცენტრიდან
დამუშავების საფუძვლები
დამუშავება აუცილებელია თქვენ მიერ ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად.
მონაცემთა მიმღებები
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– IT მომსახურების პროვაიდერები
– თქვენი სამგზავრო აგენტი (არსებობის შემთხვევაში)
2. საკრედიტო ლიმიტის ანგარიშები
იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას სასტუმროში დარჩენილი ყველა სტუმრის მიერ გადახდების განხორციელება, თითოეულ მათგანს ჩამოსვლისას მოეთხოვება საკრედიტო ბარათის წარდგენა, ან დეპოზიტის განხორციელება. იმისათვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ თქვენ არ აჭარბებთ საკრედიტო ლიმიტს სასტუმროში ყოფნის განმავლობაში, ჩვენ ვამზადებთ საკრედიტო ლიმიტის ანგარიშს დღეში რამდენჯერმე, რათა დადასტურდეს, ხომ არ მოხდა თქვენ მიერ საკრედიტო ლიმიტის გადაჭარბება. ეს ანგარიშები შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეზღუდულ შემთხვევებში საკრედიტო ლიმიტის ანგარიშები შესაძლოა შეამოწმოს შიდა ფინანსურმა აუდიტმა და შესაბამისად, შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის, რათა დადასტურებულ იქნას, რომ სასტუმრო მოქმედებს ლოპოტას შიდა ინსტრუქციებისა და პოლიტიკების შესაბამისად.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები, სახელი/გვარი, გადახდისთვის გამოყენებული ბარათის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა
მონაცემთა წყარო
გამოყენებული ჯავშნის მექანიზმის მიხედვით:
– პირდაპირ თქვენგან, ონლაინ დაჯავშნის ფორმის მეშვეობით
– დაჯავშნის არხის მეშვეობით, რომელიც თქვენ გამოიყენეთ ჯავშნის განსახორციელებლად
– თქვენი სამგზავრო აგენტისგან
– ჩვენი ქოლ ცენტრიდან
დამუშავების საფუძვლები
დამუშავება აუცილებელია თქვენ მიერ ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად.
მონაცემთა მიმღებები
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– IT მომსახურების პროვაიდერები
3. სასტუმროში დარჩენის პერიოდი
როდესაც თქვენ რჩებით ჩვენს სასტუმროში, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პერიოდი იყოს რაც შეიძლება სასიამოვნო, რაც საჭიროებს სპეციფიკური პერსონალური მონაცემების დამუშავებას სასტუმროს დამატებითი სერვისების მიღების დროს. ეს სერვისები მოიცავს: (i) საოჯახო მეურნეობა და მომსახურება; (ii) დაკარგული, ან დარჩენილი ნივთების თქვენთვის დაბრუნება; და/ან (iii) თქვენი და თქვენი თანმხლები სტუმარ(ებ)ის მიერ შერჩეული უპირატესობების მართვა, როგორიცა დიეტასთან, ბალიშთან დაკავშირებული მოთხოვნები, რათა მთელი თქვენი ჩვენთან ყოფნის განმავლობაში მოგაწოდოთ უკეთესი მომსახურება..
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
მისამართი, მოხმარებითი ჩვევები, ჩამოსავლისა და გამგზავრების თარიღები, დიეტური მოთხოვნები, ელ-ფოსტის მისამართი, სახელი/გვარი, თანმხლები სტუმარ(ებ)ის სახელი/გვარი, სხვა მოთხოვნები, გადახდის დეტალები (დაკარგული ან დავიწყებული ნივთების დაბრუნების მიზნით), ტელეფონის ნომერი
მონაცემთა წყარო
გამოყენებული ჯავშნის მექანიზმის მიხედვით:
– პირდაპირ თქვენგან, ონლაინ დაჯავშნის ფორმის მეშვეობით
– დაჯავშნის არხის მეშვეობით, რომელიც თქვენ გამოიყენეთ ჯავშნის განსახორციელებლად
– თქვენი სამგზავრო აგენტისგან
– ჩვენი ქოლ ცენტრიდან
– პირდაპირ თქვენგან სასტუმროში ყოფნის პერიოდში
დამუშავების საფუძვლები
ლოპოტას, როგორც ბიზნეს ოპერატორის ლეგიტიმურ ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყოველდღიური, ტერიტორიის მოვლასთან დაკავშირებული აქტივობები, მოძიებულ და დაბრუნებულ იქნას დაკარგული საქონელი და ამ მიზნებით მოხდეს ლიმიტირებული პერსონალური მონაცემების დამუშავება. ამ კუთხით ლოპოტას ბიზნეს ინტერესები აღემატება თქვენსას.
მონაცემთა მიმღებები
– სასტუმროს პერსონალი, მათ შორის პერსონალი, რომელთაც ეხებათ საოჯახო მეურნეობა, მიმღები მერხი და/ან სხვა, ამ ტიპის მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალი.
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– IT მომსახურების პროვაიდერები
– საკურიერო სერვისის განმახორციელებელი ოპერატორები (დაკარგული ან დავიწყებული ნივთების დაბრუნების მიზნით)
4. სასტუმროს სტუმართა დამატებითი სერვისები
ჩვენს სასტუმროში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებით სერვისებით, როგორებიცაა საუზმე, ოთახის სერვისები, მინიბარი, აუზი, რესტორნები და ბარები, სპა, სამრეცხაო სერვისები, პარკინგი, ტაქსის მოთხოვნა, უფასო Wi-Fi და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვს დამატებით სერვისებს ჩვენს სასტუმროში, დამუშავება თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის: (i) ჯავშნის მართვა და სასტუმროს დამატებითი სერვისების გამოყენება; (ii) დამატებითი სერვისების საავანსო ჯავშნების ადმინისტრირება; (iii) ამგვარი დამატებით სერვისებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების მართვა
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
მისამართი, მოხმარებითი ჩვევები, ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები, დიეტური მოთხოვნები, ელ-ფოსტის მისამართი, სახელი/გვარი, თანმხლები სტუმარ(ებ)ის სახელი/გვარი, გადახდისთვის გამოყენებული ბარათის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, თანამდებობა
მონაცემთა წყარო
– პირდაპირ თქვენგან, ონლაინ დაჯავშნის ფორმის მეშვეობით
– დაჯავშნის არხის მეშვეობით, რომელიც თქვენ გამოიყენეთ ჯავშნის განსახორციელებლად
– თქვენი სამგზავრო აგენტისგან
– ჩვენი ქოლ ცენტრიდან
– პირდაპირ თქვენგან, დამატებითი სერვისის მოთხოვნის დროს
– დამატებით სერვისებისთვის განკუთვნილი ონლაინ ჯავშნის პლატფორმის მეშვეობით
დამუშავების საფუძვლები
დამუშავება აუცილებელია თქვენ მიერ ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად.
მონაცემთა მიმღებები
– სასტუმროს პერსონალი, მათ შორის მიმღები მერხის, სასტუმროს სერვისების და/ან სხვა, მსგავს მომსახურებებთან დაკავშირებული პერსონალი
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– IT მომსახურების პროვაიდერები
ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების გამოწერა
1. საინფორმაციო ბიულეტენები და მარკეტინგული კომუნიკაცია
თუკი თქვენ ცხადად დათანხმდით ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღებას ან მარკეტინგულ კომუნიკაციას, ჩვენ შესაძლოა პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი სერვისებისა და ბოლო შეთავაზებების შესახებ და ამ მიზნით დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები.
თუკი თქვენ აღარ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება ან მარკეტინგული კომუნიკაცია, გთხოვთ გვაცნობოთ და ამის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@lopotaresort.com. აგრეთვე შეგიძლიათ უარი თქვათ გამოწერაზე საინფორმაციო ბიულეტენის შემცველ ელექტრონულ წერილში გამოწერაზე უარის თქმის ლინკზე გადასვლით.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
– მისამართი, დაბადების თარიღი, ელ–ფოსტის მისამართი, სახელი/გვარი, სქესი, ჰობი და ინტერესები, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ქვეყანა
მონაცემთა წყარო
– პირდაპირ თქვენგან, როდესაც გამოიწერთ საინფორმაციო ბიულეტენს ან მოგვიანებით, თქვენი ანგარიშის შევსების დროს
დამუშავების საფუძვლები
– სპეციალური თანხმობა, მოპოვებული ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის დროს
მონაცემთა მიმღებები
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– IT მომსახურების პროვაიდერები
– ელ–ფოსტით კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერი
2. საინფორმაციო ბიულეტენები და მარკეტინგული კომუნიკაციის ანალიტიკა
ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენებისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კონტექსტში ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ და დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის გავარკვიოთ ჩართული იყავით რომელიმე ჩვენს კომუნიკაციაში და ეს განხორციელდება ანალიტიკური მიზნებით, რათა შეფასდეს კლიკების რეიტინგი ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენებსა და მარკეტინგულ კომუნიკაციებზე.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
– ელ–ფოსტა, ელ–ფოსტის კლიკის ქცევა, ელ–ფოსტის გახსნის ქცევა, სახელი/გვარი
მონაცემთა წყარო
– ჩვენი ელ–ფოსტის ანალიტიკის სერვისის პროვაიდერისგან
დამუშავების საფუძვლები
– ლოპოტას, როგორც ბიზნეს ოპერატორის ინტერესებშია, რომ განსაზღვროს კლიკების რეიტინგი მის ელექტრონულ წერილებზე, რათა წარმოჩენილ იქნას, თუ რა მიმართულებითაა აუცილებელი გაუმჯობესება. ამ კუთხით ლოპოტას ბიზნეს ინტერესი აღემატება თქვენსას.
მონაცემთა მიმღებები
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– IT მომსახურების პროვაიდერები
– ელ–ფოსტის ანალიტიკის სერვისის პროვაიდერი
სოციალური მედია და ონლაინ მიმოხილვები
ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელთაც მივიღებთ სოციალური მედიის პლატფორმებიდან (მათ შორის Facebook, Instagram, LinkedIn, Weibo და Twitter) ან ონლაინ მიმოხილვის საიტებიდან (მათ შორის TripAdvisor) და რაც უკავშირდება ჩვენი ბრენდის სტუმართმასპინძლობის საკითხებს. მონაცემთა მოპოვების მიზნებია: (i) თქვენი შეკითხვებისა და პრეტენზიების დაკმაყოფილება; (ii) ონლაინ რეპუტაციის მონიტორინგი; და (iii) ჩვენი სერვისების გამოსწორება იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირების გზით, რომლებზეც შეგვიძლია მოვახდინოთ კონცენტრირება.
დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები
– ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელსაც თქვენ გადაწყვეტთ, რომ გაგვიზიაროთ მათი სოციალური მედიის ან ონლაინ მიმოხილვის ვებ-გვერდებზე განთავსების გზით
მონაცემთა წყარო
– პირდაპირ თქვენგან, საჯაროდ ხელმისაწვდომი სოციალური მედიის საიტებიდან, ონლაინ დაჯავშნის არხებიდან ან (მიმოხილვის) ვებ-გვერდებიდან
– ჩვენი ონლაინ რეპუტაციის მონიტორინგის სერვისის პროვაიდერისგან
დამუშავების საფუძვლები
– ლოპოტას, როგორც ბიზნეს ოპერატორის ლეგიტიმურ ინტერესშია, რომ დაამუშავოს ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გაგეხადათ საჯაროდ ხელმისაწვდომი სოციალური მედიის პლატფორმებზე, ონლაინ დაჯავშნის არხებზე ან სხვა (მიმოხილვის) ვებ-გვერდებზე, რათა მოვახდინოთ ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და სერვისების გაუმჯობესება. ამ კუთხით ლოპოტას ბიზნეს ინტერესები აღემატება თქვენსას.
მონაცემთა მიმღებები
– ლოპოტას სხვა საწარმოები, რომლებიც პროცესში არიან ჩართული
– ონლაინ რეპუტაციის მონიტორინგის სერვისის პროვაიდერი
თქვენი უფლებები – ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და საქართველოს კანონის – პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ – შესაბამისად
თუ თქვენ იმყოფებით ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა განიჭებთ უფლებებს (როგორც ეს ქვემოთ არის დაფიქსირებული), რომლებსაც იყენებთ უფასოდ, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა. შესაძლოა ეს უფლებები შეიზღუდოს, მაგრალითად იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა თქვენი მხრიდან გაკეთებული მოთხოვნის შესრულება პერსონალური მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, ან თუ თქვენ მოითხოვთ იმ ინფორმაციის წაშლას, რომელზეც მოთხოვნა ჩვენ წარდგენილი გვაქვს კანონმდებლობის საფუძველზე და ემსახურება კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებას. ნებისმიერი ზემოხსენებული უფლებამოსილების განსახორციელებლად შეგიძლიათ თქვენი მოთხოვნა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@lopotaresort.com .
თანხმობის გამოთხოვის უფლება
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვეყრდნობით თქვენს თანხმობას, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოითხოვოთ ეს თანხმობა ვებ-გვერდზე არსებული თქვენი კაბინეტიდან (არსებობის შემთხვევაში), ან ჩვენთან შემდეგი ელ-ფოსტის გამოყენებით დაკავშირებით: info@lopotaresort.com. გარდა თანხმობის გამოთხოვისა, თქვენ შეგიძლიათ ამავე ელ–ფოსტაზე დაკავშირებით მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ან/და მათში ცვლილებების შეტანა, მათ შორის წაშლა ან/და ჩვენ მიერ ამ პერსონალური მონაცემების გამოყენების შეზღუდვა.
თქვენი უფლებები – არაევროკავშირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებით, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენ ისარგებლებთ განსხვავებული უფლებებით და დაექვემდებარებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამის ნორმებს, რომლებიც ამ პოლიტიკაშია მოცემული.
როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გაზიარება?
ჩვენ ვაზიარებთ (მათ შორის მესამე პირებთან) მხოლოდ ქვემორე მოყვანილ პერსონალურ ინფორმაციას.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ასევე მოხდება სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და/ან სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუკი ეს მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტებით, ან დამმუშავებლის ლეგიტიმური ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება და კანონმდებლობასთან ეს მოთხოვნა სრულ თანხვედრაშია. გარდა ამისა, ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე გავუზიაროთ ჩვენი ბიზნეს პროცესების ნებისმიერ უფლებამონაცვლეს იმ შემთხვევებში, როცა არსებობს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი და ამ კუთხით ჩვენი ინტერესი თქვენსას აღემატება.
რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება იმ ვადით, რაც მოთხოვნილია წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული აქტივობებისათვის, ან თუ განსხვავებულ ვადას შეგატყობინებთ, ან თუ კანონმდებლობით სხვა ვადაა დადგენილი.
რათა დავადგინოთ თქვენგან შეგროვებული ინფორმაციის შენახვის ადეკვატური ვადა, ჩვენ ვითვალისწინებთ პერსონალური მონაცემების ოდენობას, ბუნებასა და სენსიტიურობას, აგრეთვე იმ პოტენციურ რისკებს, რაც დაკავშირებულია ამ მონაცემების არაავტორიზებულ გავრცელებასთან, მიზანს, რისთვისაც ვახორციელებთ ამ პერსონალური მონაცემების დამუშავებას და იმას, შესაძლებელია თუ არა ამ მიზნების სხვა, კანონმდებლობით განსაზღვრული გზებით მიღწევა.
რა მოხდება, თუკი ამ პოლიტიკაში შევიტანთ ცვლილებებს?
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, პერიოდულად ცვლილებები შევიტანოთ და განვაახლოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილებები ფუნდამენტურ ცვლილებას მოახდენს დამუშავების პროცესში, ან მისი ბუნებიდან გამომდინარე ის იქნება რელევანტური და ზეგავლენას მოახდენს თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებზე, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ ამგვარი ცვლილებების შესახებ.
როგორ დაგვიკავშირდეთ
შეკითხვები, კომენტარები, შენიშვნები, მოთხოვნები და პრეტენზიები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, შეგიძლიათ წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: გამრეკელის ქუჩა N2, 0194, თბილისი, საქართველო, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით