შატო ბუერა

შატო ბუერა ღვინის მოყვარულთა კერაა. სახასიათო ექსტერიერის დიზაინით, შატო თანამედროვე აქრიტექტურის გამორჩეული ნიმუშია, რომლის კედლებს მიღმა უძველესი ქართული ღვინის წარმოების ტრადიციები ინახება. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი ღვინო და დატკბენ კავკასიონის თვალისმომჭრელი ხედებით, დაათვალიერონ ღვინის მარანი და გასინჯონ უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულო. შატო ბუერა ასევე საოცნებო ადგილია შთამბეჭდავი ღონისძიებების დასაგეგმად და განსაკუთრებული თარიღების აღსანიშნად.